ჩვენთვის უმაღლესი პრიორიტეტი აქვს დამკვეთის კმაყოფილებას
ღირებული პროგრამული უზრუნველყოფის დროული და უწყვეტი
მიწოდების გზით.
მივესალმებით მოთხოვნების ცვლილებებს პროგრამული უზრუნველყოფის
შექმნის გვიან ეტაპზეც კი. Agile პროცესი ხელს უწყობს
დამკვეთის კონკურენტული უპირატესობის უზრუნველსაყოფად
საჭირო ცვლილებების განხორციელებას.
მუშა პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდება უნდა მოხდეს ხშირად,
რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე ვადაში.
მოკლე ვადებს უნდა მიენიჭოს უპირატესობა.
ბიზნესის წარმომადგენლები და პროგრამისტები ერთად უნდა მუშაობდნენ
ყოველ დღე, მთელი პროექტის განმავლობაში.
ააგეთ პროექტები მოტივირებული პიროვნებების ირგვლივ.
უზრუნველყავით ისინი საჭირო გარემოთი და მხარდაჭერით,
ანდეთ მათ საქმის დასრულება.
გუნდის შიგნით და გუნდისათვის ინფორმაციის გადაცემის
ყველაზე ქმედით და ეფექტურ მეთოდს
პირადი საუბარი წარმოადგენს.
მუშა პროგრამული უზრუნველყოფა წარმოადგენს წინსვლის უპირველეს საზომს.
ინვესტორს, პროგრამისტსა და მომხმარებელს უნდა შესწევდეთ უნარი,
განუსაზღვრელი დროის განმავლობაში შეინარჩუნონ აღებული ტემპი.
Agile პროცესები ხელს უწყობენ ამგვარ მდგრად განვითარებას.
ტექნიკური სრულყოფისა და კარგი დიზაინის მიმართ მუდმივი ყურადღება
აუმჯობესებს მოქნილობას.
სიმარტივე--ზედმეტი სამუშაოს რაოდენობის მინიმიზაციის
ხელოვნება--არსებითია.
საუკეთესო არქიტექტურა, მოთხოვნები და დიზაინი
იქმნება თვით-ორგანიზებული გუნდების მიერ.
გუნდი რეგულარულად განიხილავს ეფექტურობის გაზრდის საშუალებებს,
და შესაბამისად ცვლის და აკორექტირებს საკუთარ ქცევას.